ხელისუფლების სათავეში თითქმის 30-წლიანი ყოფნის შემდეგ, სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ჩამოაგდეს და დააპატიმრეს, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა. სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ავად იბნ ოუფმა თქვა, რომ სუდანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი, 47 წლის ჯულიან ასანჟი ლონდონში ეკვადორის საელჩოში დააკავეს. იგი თითქმის 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოში, სადაც მას თავშესაფარი ჰქონდა მიცემული.
ისრაელის საპარლამენტო არჩევნებზე ხმები თითქმის დათვლილია და პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ლიკუდის პარტიასა“ და ცენტრისტულ „ლურჯ და თეთრ ალიანსს“ 35-35 ადგილი ერგოთ ქნესეთში - ქვეყნის პარლამენტში. ასეთი შედეგები კი ნეთანიაჰუს მძიმე პოზიციაში აყენებს მემარჯვენე ფრთის კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების გზაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების ჰოუმლენდის უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის სადავო სასაზღვრო პოლიტიკას ახორციელებდა, თანამდებობიდან გადადგა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იგი ებრაული ახალშენების ანექსირებას მოახდენს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, თუკი მოსახლეობა ისევ მას აირჩევს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, „შესაძლებელია“, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ღმერთის მიერ არის გამოგზავნილი, რათა გადაარჩინოს ისრაელი ირანისაგან.
რამდენიმეკვირიანი მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ ალჟირის პრეზიდენტმა აბდელაზიზ ბუტეფლიკამ თანამდებობა დატოვა. მისი პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში ათასობით ადამიანი გამოვიდა დედაქალაქის ქუჩებში და ზეიმი გამართა. მოქალაქეებმა ავტომანქანების გაბმული სიგნალებით გამოხატეს პრეზიდენტის გადადგომის შედეგად შექმნილი საზეიმო განწყობა. ხალხი ალჟირის ეროვნულ დროშას აფრიალებდა ქუჩებში და მღეროდა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ ადგილობრივ არჩევნებზე ანკარაში კონტროლი დაკარგა, რაც მისი ხელისუფლებაში 16-წლიანი ყოფნის წარუმატებლობად იქნა აღქმული. მაგრამ ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, სტამბოლში ორივემ, ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ და ოპოზიციამაც განაცხადა, რომ უმრავლესობა თავად მოიპოვა.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი, პოლიტიკური გამოცდილების არმქონე, 41 წლის ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.
„The Washington Post“-ში გამოქვეყნებულ ღია წერილში „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ დამაზიანებელი შინაარსიის შემცველი ინფორმაციების შემოწმება მხოლოდ თავისი ორგანიზაციისთვის ძალზე დიდი ტვირთია და მოუწოდებს მთავრობებს ახალი კანონები შემუშავდეს, რომელიც ოთხი მიმართულების საკითხებს მოაწესრიგებს - კერძოდ, უზრუნველყოფს საზიანო შინაარსის ინფორმაციების შეზღუდვას, არჩევნების პატიოსნად და სამართლიანად წარმართვას, პირადი სივრცის დაცულობას და მონაცემთა გადატანას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.