უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭომ ორშაბათს ხმა მისცა ქვეყნის ტერიტორიაზე 60 დღით საომარი მდგომარეობის გამოცხადებას.
ძლიერმა წვიმამ ჩააქრო ჩრდილოეთ კალიფორნიაში შტატის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტყის ხანძარი, მაგრამ უხვა ნალექმა გაართულა ცხედრების პოვნის სამუშაოები - ცხედრებისა, რომელთა მხოლოდ ძვლების ფრაგმენტების პოვნის იმედიღა არის დარჩენილი მთლიანად განადგურებულ და ფერფლად ქცეულ ჩრდილოეთ კალიფორნიის უზარმაზარ ტერიტორიაზე, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“.
დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილება დანიის მიგრაციის სამსახურმა, დანიის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ და დანიის ლტოლვილთა საბჭომ მიიღო.
ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის შედეგად დაკარგულად გამოცხადებულთა რაოდენობამ 600-ზე მეტს მიაღწია, დაღუპულია სულ მცირე 63 ადამიანი, ბოლოს კი კიდევ 7 ცხედარია ნაპოვნი, განადგურებულია დაახლოებით 12 000 შენობა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
კალიფორნიაში გასულ კვირას გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-ამდე გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანის ბედი კი ჯერ კიდევ დაუდგენელია, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
პალესტინის ოფიციალური პირების განცხადებით ექვსი პალესტინელი, მათ შორის „ჰამასის“ ადგილობრივი მეთაურია მოკლული ღაზას სექტორში ისრაელის ოპერაციის შედეგად, იტყობინება BBC, Haaretz-ის ინფორმაციით კი სულ მცირე 7 პალესტინელია მოკლული.
სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული და 150 000-ზე მეტი ევაკუირებული კალიფორნიაში გაჩენილი ორი დიდი ტყის ხანძრის გამო. ხუთი გარდაცვლილი ადამიანი ავტომანქანებში იპოვეს კალიფორნის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქში, რომელიც ხანძარმა გაანადგურა.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბრიგადის ფსიქიკური აშლილობის მქონე ვეტერანმა კალიფორნიის ხალხმრავალ ბარში 12 ადამიანი მოკლა, მათ შორის პოლიციელი, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გადააყენა.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელებზე“ გამარჯვება მოიპოვეს - პირველად, ბოლო 8 წლის განმავლობაში - და პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს. თუმცა „რესპუბლიკელებმა“ შეძლეს სენატში უმრავლესობის შენარჩუნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.