ლონდონის უმაღლესი სასამართლო ქონების წარმომავლობის დასაბუთებას ითხოვს აზერბაიჯანელი ქალბატონის, ზამირა ჰაჯიევასაგან, რომლის სახელი და გვარიც სასამართლოს მიერ ოთხშაბათამდე არ მჟღავნდებოდა და რომელმაც უნდა დაასაბუთოს, თუ როგორ შეძლო მან დიდ ბრიტანეთში ორი ძვირადღირებული უძრავი ქონების ყიდვა - ჯამური ღირებულებით 22 მილიონი გირვანქა სტერლინგი (29 მილიონი აშშ დოლარი), იტყობინება ბრიტანეთის „პრესის ასოციაცია“.
შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ გამოაცხადა, რომ პოსტიდან მიდის. დონალდ ტრამპმა, რომელიც ოვალურ ოფისში ჰეილის გვერდით გამოჩნდა, განაცხადა, რომ ელჩი ნიკი ჰეილი „ძალიან წარმატებული“ იყო და მან „დაუჯერებელი სამუშაო“ გასწია.
ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარჯვენე კანდიდატი ჯაირ ბოლსონარო გავიდა და მეორე ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, მისი მეტოქე მემარცხენე „მუშათა პარტიის“ კანდიდატი, ფერნანდო ჰადადი იქნება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილმა ბრეტ კავანომ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს, ფიცი დადო მას შემდეგ, რაც სენატმა მას 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა.
2018 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გაუპატიურების კამპანიის წინააღმდეგ მებრძოლებს - იეზიდ ქალს, ნადია მურადს და კონგოელ ექიმს, დენის მუკვეგეს გადაეცათ.
ვაშინგტონში დააპატიმრეს ასეულობით პროტესტანტი, რომლებიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს.
ევროპარლამენტის ერთ-ერთმა ყველაზე წამყვანმა დეპუტატმა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მთავარმა მოკავშირემ მანფრედ ვებერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა ევროკავშირის საბჭოთა კავშირთან შედარებისათვის ბოდიში უნდა მოიხადოს.
ინდონეზიაში პარასკევს მომხდარი 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრისა და მისგან გამოწვეული ცუნამის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 300-ს გადააჭარბა, იტყობინება BBC ქვეყნის ეროვნული კატასტროფის პრევენციის სააგენტოზე დაყრდნობით.
ბაქოში ჩატარდა მიტინგი, რომლის მონაწილეები ქვეყნის ხელისუფლებისგან „ყარაბაღის ძალისმიერი გზით გათავისუფლებას“ მოითხოვდნენ. მიტინგის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი კომიტეტი „ყარაბაღი“, რომელმაც ის ხელისუფლებასთან წინასწარ შეათანხმა.
ინდონეზიის ქალაქ პალუში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად გამოწვეული მეწყერისგან ჩამარხული ეკლესიის ნანგრევებში 34 ინდონეზიელი სტუდენტის ცხედარი იპოვეს, იტყობინება BBC სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.