მსოფლიო

GUARDIAN.GE - სულ მცირე 76 პროტესტანტი მოკლეს ირანის უსაფრთხოების ძალებმა 11 დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობების დროს, რაც პატიმრობაში მყოფი ქურთი ეროვნების ქალის სიკვდილმა გამოიწვია.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის ოთხ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმებში, რომლითაც უნდა გადაწყდეს მათი რუსეთთან მიერთების საკითხი, დღეს ხმის მიცემის ბოლო დღეა. რუსეთის სახელმწიფო მედიამ ამ ე.წ. რეფერენდუმების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. როგორც BBC იტყობინება, ხმების დაახლოებით 1/5-ის დათვლის შემდეგ, აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთთან შეერთების მომხრეა:

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რომელიც ძალაში დღეიდან შედის. ერისადმი სატელევიზიო მიმართვისას მან თქვა, რომ ეს არის საჭირო ნაბიჯი იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა.

სრულად...

GUARDIAN.GE - შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მისი მთავრობის დამარცხების შემდეგ, თანამდებობას ტოვებს. ანდერსონის მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ მცირე პროცენტული მაჩვენებლით წააგო მემარჯვენე ფრთის პარტიებთან და ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ 173 ადგილი აქვს მოპოვებული პარლამენტში, ოპოზიციას კი 176.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს, დღის პირველ ნახევარში ბუკინგემის სასახლემ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ ექიმები დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი და პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა. იგი დღემდე ქვეყნის საგარეო მდივნის პოსტს იკავებდა. მან „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის არჩევნებში ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი დაამარცხა. ტრასმა ხმების 57% მიიღო.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ფლორიდის სახლში განხორციელებული რეიდის დროს მისი პასპორტები მოიპარეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფლორიდის მარ-ა-ლაგოს სახლიდან 11 საიდუმლო დოკუმენტი ამოიღო, მათგან რამდენიმეს „გრიფით საიდუმლო“ ადევს. ეს პირველი შემთხვევაა ამერიკაში, როცა ექს-პრეზიდენტის სახლი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე ძიების ფარგლებში გაჩხრიკეს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფლორიდაში, თავის მარ-ა-ლაგოს საცხოვრებელ სახლში ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა (FBI) „რეიდი“ ჩაატარა. ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარ-ა-ლაგო „ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტების დიდ ჯგუფს ჰქონდა დაკავებული“.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კრემლის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებულ ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესი გაამარტივა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი