მსოფლიო

GUARDIAN.GE - თურქეთს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უთანხმოებების დიპლომატიური დარეგულირების გზები ამოწურული არ არის. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ანკარაში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის ყველაზე მთავარი პრორუსი პოლიტიკოსი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ვიქტორ მედვედჩუკი დააპატიმრა. მედვედჩუკი, რომელიც ხელმძღვანელობდა პარტიას ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის და რომელიც მხარს უჭერდა რუსეთთან მჭიდრო კავშირებს, თავდაპირველად 2021 წელს დააკავეს ღალატისა და ტერორიზმის დაფინანსების ბრალდებით.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთმა გააფრთხილა ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ ამ ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა ევროპას სტაბილურობას არ მოუტანს. კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ალიანსი რჩება კონფრონტაციისკენ მიმართულ იარაღად“.

სრულად...

GUARDIAN.GE - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არც ისე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და იგი მეორე ტურში უკვე მეორედ, მეორე ადგილზე გასულ ულტრა-მემარჯვენე მარინ ლე პენს დაუპირისპირდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა აღიარა, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ სერიოზული დანაკარგები განიცადა. ტელეკომპანია „სქაი ნიუსთან“ პირდაპირი ჩართვისას დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთს „ჯარისკაცების მნიშვნელოვანი დანაკარგები“ აქვს, თუმცა კრემლის წარმომადგენელს დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა არ დაუსახელებია.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმება ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული სანქციების ახალ ტალღას, მაგრამ აცხადებს, რომ ეს არ არის საკმარისი. ბოლოს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში იგი მოუწოდებს დასავლეთს უფრო შორს წავიდეს და რუსული ნავთობის გამოყენებას გამოუცხადოს ბოიკოტი.

სრულად...

GUARDIAN.GE - მძიმე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ვლადიმერ ჟირინოვსკი გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა პარლამენტის სხდომაზე გამოაცხადა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი შესაძლოა უფრო მეტი იყოს ბოროდიანკასა და უკრაინის სხვა გათავისუფლებულ ქალაქებში, ვიდრე ეს ბუჩაში ვიხილეთ.

სრულად...

GUARDIAN.GE - ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვას „მიუღებელი“ უწოდა. CNN-თან საუბარში მან თქვა, რომ ეს იყო „სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელიც ევროპაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს“, რაც „ხაზს უსვამს იმის მნიშვნელობას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთი უკრაინას ქალაქ ბელგოროდის ნავთობის ბაზაზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ნავთობბაზაზე თავდასხმა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმა განახორციელა. რაიმე აფეთქებაზე უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი