ხელმეორედ ამოვარდნილი ქარის მაღალი სიჩქარე აძლიერებს „კატასტროფულ“ ტყის ხანძარს, რომელმაც ჩრდილოეთ კალიფორნიაში სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განაცხადა შტატის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ფსკოვის გუბერნატორის, ანდრეი ტურჩაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მის ნაცვლად რეგიონის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად მიხეილ ვედერნიკოვი დანიშნა, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
რუსეთის საზღვრებზე ფაქტობრივად მთელი ამერიკული დივიზიებია განფენილი, განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა.
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა მარიანო რაჰოიმ კატალონია გააფრთხილა, რომ მან შესაძლოა პირდაპირი მმართველობა დააწესოს რეგიონზე.
ესპანეთის მთავრობა კატალონიის ლიდერის, კარლეს პუჩდემონის მიერ ხელმოწერილ დამოუკიდებლობის დეკლარაციას არ ცნობს.
„დღეს მე საკუთარ თავზე ვიღებ კატალონიის მანდატს, გახდეს იგი დამოუკიდებელი სახელმწიფო, რესპუბლიკის ფორმით“, განაცხადა პუჩდემონმა რეგიონულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მაგრამ დაამატა: „ჩვენ ვაჩერებთ დამოუკიდებლობის დეკლარაციას რამდენიმე კვირით, რადგან ჩვენ გვინდა გონივრული დიალოგი, შუამავლობა ესპანურ სახელმწიფოსთან“.
კატალონიის ლიდერმა, კარლე პუჩდემონმა რეგიონულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სურს „გაჰყვეს ხალხის ნებას დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაზე“.
კატალონიის პარლამენტის ერთი საათით გადადებული სხდომა განახლდა და კარლე პუჩდემონი სესიაზე სიტყვით გამოდის, რის შემდეგაც დამოუკიდებლობის დეკლარაციის კენჭისყრა უნდა გაიმართოს.
კატალონიის ლიდერის, კარლე პუჩდემონის პარლამენტში გამოსვლა ერთი საათით გადაიდო. მას რეგიონულ პარლამენტში სიტყვა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე უნდა წარმოეთქვა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანთან ბირთვული შეთანხმების „განადგურების“ კურსი აიღო, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ზამირ კაბულოვმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.