კატალონიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 10, ორმა თავი შეიკავა, დანარჩენმა დეპუტატებმა კი, კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
ინდონეზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, ორი ძლიერი აფეთქება დილის საათებში, ჯაკარტას დასავლეთ რაიონში, პიროტექნიკის დამამზადებელ ქარხანაში სამ საათიანი ინტერვალით მოხდა.
უკრაინის დედაქალაქ კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. „რია ნოვოსტი" აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანზე, ელენე გიტლიანსკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს რუსეთის დროშები ესროლეს. foxnew-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა გუშინ, 24 ოქტომბერს კაპიტოლიუმის შენობაში იმ დროს მოხდა, როდესაც პრეზიდენტმა რესპუბლიკელთა ლიდერთან, მიტჩ მაკკონელთან ერთად, ჟურნალისტების წინ ჩაიარა.
შეერთებული შტატების ხუთი ყოფილი პრეზიდენტი ტეხასში კონცერტზე შეიკრიბა, რათა ქარიშხლებისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების მოძიების საქმეში თავიანთი წვლილი გაეღოთ.
კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი აცხადებს, რომ კატალონია არ მიიღებს მადრიდის გეგმას შეაჩეროს რეგიონის ავტონომია.
მალაიზია შეერთებული შტატების კომპანიასთან შეთანხმების დადებაზე მოლაპრაკებებს აწარმოებს, და თუ გარიგება შედგა, აშშ-ის ტეხასში ბაზირებული კომპანია, იმ შემთხვევაში თუკი ჩამოვარდნილ თვითმფრინავს - რეისით MH370 - იპოვის, სოლიდურ ანაზღაურებას მიიღებს.
ესპანეთის მთავრობამ კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენების და კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ელ-ვახატის რაიონში ტერორისტებთან ბრძოლაში ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის 23 ოფიცერი და 35 რიგითი, იტყობინება ახალი ამბების პორტალი „მასრავი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.
სულ მცირე 30 პოლიციელი და სამხედრო პირია მოკლული ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მებრძოლთა თავშესაფრებზე განხორციელებული რეიდისას, განაცხადეს უსაფრთხოების და სამედიცინო წყაროებმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.