ამერიკის შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის სპეცსამსახურებმა დააფიქსირეს იმის ნიშნები, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი სარაკეტო გამოცდებისთვის ემზადება, იტყობინება სამხრეთ კორეული გაზეთი „ტინო ილბო“.
სომალის დედაქალაქ მოგადიშუში ბომბით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანია მოკლული, დაზიანებები აქვს მიღებული ათეულობით მოქალაქეს, განაცხადა პოლიციამ.
კოტ-დ'ივუარის სანაპიროსთან, აბიჯანის აეროპორტის სიახლოვეს, სატვირთო თვითმფრინავის ზღვაში ჩამოვარდნის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ექვსმა კი დაზიანებები მიიღო.
მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის შეერთებული შტატების მოკავშირეები აცხადებენ, რომ ისინი ტრამპის მიერ დაწუნებული და კითხვის ნიშნის ქვეშ მოქცეული ირანის ბირთვული შეთანხმების გვერდით დგანან.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევაში დაადანაშაულებს.
უკრაინის ეროვნულმა ბანკმა იმ რუსული ბანკომატებით ოპერაციები აკრძალა, რომელზეც ყირიმში განლაგებული ობიექტებია გამოსახული. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
მოელიან, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს, ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმების მხარდაჭერას შეწყვეტს და უფრო კონფრონტაციული სტრატეგიის გზას დაადგება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან სატელეფონო საუბრისას ამერიკის ხელისუფლების მიუღებელ ქმედებაზე განაცხადა, რაც „მიტაცებული“ დიპლომატიური ობიექტებიდან რუსეთის სახელმწიფო დროშების ჩამოხსნას უკავშირდება.
ფხენიანში მსოფლიო ატლასი გამოსცეს, სადაც ყირიმი რუსეთის ტერიტორიად არის მიჩნეული, ნათქვამია კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში (კსდრ) რუსეთის საელჩოს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.