შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი სირიელი ქურთი და არაბი მებრძოლები აცხადებენ, რომ სრული კონტროლი დაამყარეს სირიაში მდებარე, ერთ დროს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს „დედაქალაქ“ რაყაზე.
კიევში განვითარებულ მოვლენებს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოეხმაურა. მისი თქმით, იგი სამართალდამცავებისგან მოითხოვს, უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყონ.
კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნას, საპარლამენტო იმუნიტეტის გაუქმებასა და ახალი საარჩევნო კანონის მიღებას მოითხოვენ.
ესპანეთის სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობის მოძრაობის ორ მთავარ წარმომადგენელს, ჯორდი სანჩესს, რომელიც რეგიონული ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელია და ჯორდი კუიხარტს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მათზე გამოძიება ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით მიმდინარეობს.
ტყის ხანძრებმა ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში, რომელიც შაბათ-კვირას დაიწყო, სულ მცირე 31 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის ოფიციალურმა უწყებამ.
ისრაელის ავიაციამ სირიაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეა გაანადგურა, განაცხადა არმიის პრეს-სამსახურმა.
ავსტრიის კონსერვატიულ „ხალხის პარტიას“, რომელსაც 31 წლის სებასტიან კურცი ხელმძღვანელობს, ქვეყნის არჩევნებში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ.
სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, ხალხმრავალ ადგილას, შაბათს მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა სულ მცირე 230 შეადგინა, დაჭრილია ასეულობით ადამიანი, განაცხადა პოლიციამ.
ჩრდილოეთ ირლანდიაში მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ გამაფრთხილებელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რადგან ქარიშხალი „ოფელია“ ირლანდიისკენ მიემართება და მოელიან, რომ ის ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან თავს დაატყდება ირლანდიას და დიდი ბრიტანეთის ზოგიერთ ნაწილს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი მთავარი სტრატეგი სტივენ ბანონი დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უპირობო გამარჯვებას მოიპოვებს და საარჩევნო კოლეგიაში 400 ხმას მიიღებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.