ახალი კვლევის თანახმად შეერთებული შტატების მოკავშირე ზოგიერთი სახელმწიფო უფრო მეტად ენდობა ვლადიმერ პუტინს, ვიდრე დონალდ ტრამპს, როდესაც საკითხი საგარეო საქმეების მართვას ეხება. შედეგები აჩვენებს ნდობის მნიშვნელოვან ნაკლებობას ორივე ლიდერისადმი.
ფილიპინების პოლიციამ ნარკოტიკებზე რეიდებისას 32 ადამიანი მოკლა. ერთ დღეში ამდენი ადამიანი ქვეყანაში ნარკოტიკებზე ომის დროს არასდროს მომკვდარა.
როგორც ინდოელმა ოფიციალურმა პირებმა სამშაბათს განაცხადეს, დასავლეთ ჰიმალაისთან მდებარე სადავო საზღვართან ინდოეთისა და ჩინეთის სამხედრო ძალები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ დაბლიუ ბუშმა თეთრკანიანთა უპირატესობის მომხრეებისა და ნეო-ნაცისტების შარლოტსვილში გამართული მარშირების შემდეგ, ერთობლივ იშვიათ განცხადებაში ოთხშაბათს გამოაცხადეს, რომ ამერიკელებმა უარი უნდა თქვან „სიძულვილის ყველა ფორმაზე“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინმა „ძალიან ბრძნული“ ნაბიჯი გადადგა.
ოფიციალური პირების თქმით, სამმა თვითმკვლელი ქალის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში თავის აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
ერაყის საბრძოლო თვითმფრინავები ტალ აფარში ჯიჰადისტების ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოს“ ბომბავენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ ოთხშაბათს განაცხადა, რომ არ ყოფილა ეკვივალენტურობა ფაშისტებსა და მათ შორის, ვინც მათ ეწინააღმდეგებოდა - იშვიათი საყვედური, როგორც ამას „როიტერსი“ წერს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მისი ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი უცხოელი მოკავშირისაგან.
აშშ-ის პრეზიდენტმა გააუქმა წესები, რომელიც წყალდიდობისკენ მიდრეკილ ადგილებში მთავრობის მიერ დაფინანსებულ სამშენებლო პროექტებზე გარემოსდაცვით განხილვებს და შეზღუდვებს ეხებოდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოძველებული ინფრასტრუქტურის გასაახლებლად ტრამპის 1 ტრილიონ აშშ დოლარის დახარჯვის გეგმის ნაწილია.
სულ მცირე 600 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება და დაახლოებით ოთხასის სიკვდილი დადასტურებულია მას შემდეგ, რაც მეწყერმა და წყალდიდობამ გაანადგურა სიერა ლეონეს დედაქალაქ ფრიტაუნის ნაწილები, განუცხადა პრეზიდენტის წარმოამდგენელმა BBC-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.