აშშ-ის წარმომადგენლობით პალატასა და სენატში გამოხატული აბსოლუტური ერთსულოვნების შემდეგ, ოთხშაბათ დილით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დახურულ კარს მიღმა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ კანონზე ხელმოწერიდან მალევე რუსეთის პრემიერ მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა სანქციებს „სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი“ უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „სრული უუნარობა“ აჩვენა.
თეთრი სახლის ოფიციოზმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთზე სანქციებს აწესებს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ვენესუელაში კვირას გამართული სადავო არჩევნები „ფალსიფიცირებულია“, განაცხადა კომპანიამ, რომელიც საარჩევნო კენჭისყრას ხელმძღვანელობდა.
ფხენიანის მიერ სარაკეტო პროგრამის აქტიური განვითარების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა არ ცდილობს რეჟიმის შეცვლას ჩრდილოეთ კორეაში.
ავღანეთის ქალაქ ჰერატში მეჩეთში მომხდარმა აფეთქებამ სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაჭრილია ათეულობით სხვა მოქალაქე. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს „დიქტატორი“ უწოდა და გაყინა მისი ყველა ამერიკული აქტივი მას შემდეგ, რაც მან საკანონმდებლო ასამბლეის სადავო არჩევნები ჩაატარა.
თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის პოსტზე 11 დღის მუშაობის შემდეგ ანტონი სკარამუჩი სამსახურიდან დაითხოვეს.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება ბალტიისპირეთის სახელმწიფოების უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ რუსეთის მხრიდან აგრესია დაემუქრებათ.
საქართველოში, რომელიც პენსის მეორე გაჩერების ადგილია და რომელიც NATO-ს არაწევრი ქვეყანაა, ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და დაესწრება შეერთებული შტატების და ქართული ჯარების მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას. თბილისის დარწმუნებაც დღის წესრიგის მთავარი ამოცანაა, განაცხადა კანზასის უნივერსიტეტში ევროპული უსაფრთხოების მკვლევარმა მარია ომელიჩევამ.
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი რამდენიმე აფეთქების შემდეგ, ახლა ერაყის საელჩოსთან სროლების ხმა ისმის. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.