China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი Airbus A330, რომელიც სიდნეიდან შანხაის მიმართულებით ასრულებდა რეისს, აფრენიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ძრავაში აღმოჩენილი ტექნიკური პრობლემის გამო, უკან გაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა სიდნეიში.
მოელიან, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვში ჩავლენ და დედაქალაქის ცენტრში კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმილ არასანქცირებულ დემონსტრაციაში მიიღებენ მონაწილეობას.
11 ადამიანია მოკლული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ციხეზე მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმისას, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კი 900-ზე მეტი პატიმარი იქნა გათავისუფლებული. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს. ინფორმაციას BBC საპარლამენტო არჩევნების პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ ავრცელებს.
დაუნინგ სტრიტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით „ცვლილებები არ არის“.
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მექსიკაში ვიზიტისას, შაბათს, განაცხადა, რომ კედლების აღმართვა იმიგრაციის მიერ შექმნილ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, რითაც მან შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმთავრეს იდეას, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების თაობაზე - რაც ტრამპის აზრით, მექსიკიდან ამერიკაში იმიგრანტების, ნარკოდილერების და სხვა კრიმინალების უკანონო შესვლას ალაგმავს - კრიტიკული დარტყმა მიაყენა.
საიფ ალ-ისლამ კადაფი, ლიბიის ყოფილი, აწ გარდაცვლილი ლიდერის, მუამარ კადაფის მეორე ვაჟი, რომელიც მამის შემცვლელად მოიაზრებოდა, ქალაქ ზინტანში 6-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გავრცელებული ცნობით, ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ოთხი ადამიანი მოსკოვის მიმდებარე დასახლებაში, კრატოვოში მომხდარი სროლების შედეგად, განუცხადა „РИА Новости“-ს სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს NATO -ს იმ მუხლის მოთხოვნას, რომელიც ალიანსის ყველა წევრს ურთიერთდაცვის ვალდებულებას აკისრებს. მან აღნიშნული განცხადება მას შემდეგ რამდენიმე კვირაში გააკეთა რაც ბრიუსელში მოკავშირეებთან ხელახლა არ გამოხატა აშშ-ის ამ მუხლისადმი მხარდაჭერაზე თანხმობა.
სამი ისლამისტი, რომლებმაც ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს ფურგონი დაატაკეს და შემდეგ ახლომდებარე ბარებსა და რესტორნებში მოქეიფეებს ცივი იარაღით დაესხნენ თავს, თავდაპირველად ცდილობდა 7.5-ტონიანი სატვირთო ავტომანქანის დაქირავებას, განაცხადა პარასკევს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის კონტრ-ტერორიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა. მაგრამ თავდამსხმელებმა ვერ წარმოადგინეს გადახდის დეტალები, რის გამოც მათ სატვირთო ავტომანქანის გამოყვანა ვერ შეძლეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.