მსოფლიო

შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოებისათვის, ვიდრე ISIS და სენატმა მოსკოვის წინააღმდეგ მხარი უნდა დაუჭიროს შემდგომ სანქციებს კრემლის მიერ აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო.

სრულად...

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის სიახლოვეს, ვერსალში მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ითქვა, სხვა საკითხებთან ერთად განხილვის თემები სირიასა და უკრაინაში კონფლიქტები იყო.

სრულად...

რუსეთის დედაქალაქში ორშაბათს, ქარიშხლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამ წუთებში რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის ლიდერობა ოპოზიციურ „ლეიბორისტულ პარტიაზე“ მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ „როიტერსი“ სოციოლოგიურ გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომელიც მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პროცესები უწინდელი პროგნოზით შეიძლება არ განვითარდეს და მან დიდი უპირატესობით ვერ შეძლოს გამარჯვება 8 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, რომლის დანიშვნის გადაწყვეტილებაც თავად მეიმ მიიღო.

სრულად...

საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ვეტერანი პოლიტიკოსი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ მინისტრი კონსტანტინ მიცოტაკისი ორშაბათს გარდაიცვალა. იგი 98 წლის იყო.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ, ორშაბათს, ახლო მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელიც მისი აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს დაეშვა. კვირას კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ახალი ანტი-საავიაციო იარაღის სისტემის ტესტირებას გაუწია ზედამხედველობა და მისი მასობრივი წარმოების და მთელ ქვეყანაში განლაგების ბრძანება გასცა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების მისისიპის შტატში წინა ღამით მომხდარმა სროლებმა 8 ადამიანის, მათ შორის ადგილობრივი შერიფის მოადგილის, 36 წლის ულიამ დარის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას პოლიციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

სრულად...

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპა უკვე „სრულად ვერ იქნება მინდობილი“ შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთზე, მას შემდეგ რაც პრეზიდენტად დონალდ ტრამპია არჩეული და „ბრექსიტი“ სახეზეა - ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის.

სრულად...

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მძლავრი, მომუჭული ხელის ჩამორთმევა დონალდ ტრამპთან „არ იყო მიამიტი“ და იყო „სიმართლის მომენტი“.

სრულად...

20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა სირიის ქალაქ რაყას რაიონში აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიადარტყმის შედეგად. ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სირიის საინფორმაციო სააგენტო „სანა“-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი