შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირადი შემადგენლობის 7 წევრი იძებნება მას შემდეგ რაც მათი გემი იაპონიის სანაპიროს სიახლოვეს სავაჭრო ხომალდს დაეჯახა. დაშავებულებს შორისაა გემის სამეთაურო ოფიცერი, რომელიც საავადმყოფოში ვერტმფრენით წაიყვანეს.
გერმანია დაიმუქრა პარასკევს, რომ სამაგიეროს გადაიხდის შეერთებული შტატების წინააღმდეგ თუკი რუსეთისადმი აშშ-ის სენატის მიერ წარმოდგენილი ახალი სანქციები გერმანული ფირმების დაჯარიმებას გამოიწვევს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ წერს.
ჰელმუტ კოლი, გერმანიის ყოფილი კანცლერი და 1990 წელს ქვეყნის ხელახალი გაერთიანების არქიტექტორი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დედოფალი ელისაბედი და პრინცი უილიამი ლონდონის საცხოვრებელი კორპუსის, „გრინფილ თაუერის“ ხანძძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ცენტრს სტუმრობდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს იმასთან დაკავშირებით, სირიაში მისმა საჰაერო დარტყმათაგან ერთ-ერთმა მოკლა თუ არა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ჯგუფის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პენტაგონი დაახლოებით 4, 000 ამერიკელ სამხედროს გააგზავნის ავღანეთში დამატებით, იმ იმედით, რომ გაარღვიოს გამოუვალი მდოგომარეობა ომში, რომელიც ახლა შეერთებული შტატების მესამე მთავარსარდლის ხელში გადავიდა. ეს იქნება ყველაზე მასშტაბური ამერიკული პირადი შემადგენლობის განლაგება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ამ ხანმოკლე პერიოდში.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ დასავლეთ ლონდონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენის მიზეზების დასადგენად საჯარო გამოძიების ბრძანება გასცა.
აღმოსავლეთ ჩინეთში ხუთშაბათს საბავშვო ბაღში მომხდარმა აფეთქებამ სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაზიანებები მიიღო 59-მა ადამიანმა. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ლონდონის პოლიციის ცნობით, ჩრდილოეთ კენსინგტონში მდებარე „გრენფილ თაუერის“ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხი 17-მდე გაიზარდა.
კონგრესმენი სტივ სკელისი, რომელიც ვირჯინიის ქალაქ ალექსანდრიაში თავის კოლეგებთან ერთად ხუთშაბათისთვის დაგეგმილი ბეისბოლოს საქველმოქმედო თამაშისთვის მზადებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, ოთხშაბათ ღამით კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.