შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ პირობა დადო, რომ რუსეთის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხის გამოსაკვლევად ზომებს მიიღებს.
თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირდაპირ იყო ჩართული ჰაკერულ ოპერაციაში, რისი მიზანიც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა იყო. ამის შესახებ BBC წერს.
ხმელთაშუა ზღვაში მაისში „ეგვიპტის ავიახაზების“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მსხვერპლთა ნარჩენებზე ასაფეთქებელი ნივთიერებების კვალი იპოვეს. ინფორმაციას BBC ეგვიპტელ გამომძიებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიელი მეამბოხეების მიერ აღმოსავლეთ ალეპოში დაკავებული ტერიტორიიდან ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფომაციას ამის შესახებ BBC წითელი ჯვრის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინაშე გენერალური მდივნის რანგში სიტყვით ბოლოჯერ გამოსვლისას ბან კი მუნმა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილების ვადა მინდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება და რომელსაც პოსტზე 10-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ პორტუგალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ანტონიო გუტიერეში შეცვლის, განაცხადა, რომ თანამდებობიდან მიდის „მწუხარების გრძნობით, სირიაში მიმდინარე კოშმარული მოვლენების გამო“.
დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდგომ პერიოდში ლონდონსა და ბრიუსელს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევის საბოლოოდ დასრულებას, რაც შეიძლება რომ წარუმატებელიც კი იყოს, შესაძლოა 10 წელი დასჭირდეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ელჩმა ევროკავშირში სერ აივენ როჯერსმა მთავრობას დახურულ შეხვედრაზე უთხრა.
სირიის ოპოზიციის მებრძოლები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ალეპოდან, რომელიც მეამბოხეთა უკანასკნელ ბასტიონად რჩება მას შემდეგ რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალებმა და მისმა მოკავშირეებმა ქალაქის ტერიტორიის 90%-ზე მეტი საჰაერო დარტყმებისა და საარტილერიო ცეცხლის დაშენით დაიკავეს, ევაკუაციის ერთხელ უკვე ჩაშლილი შეთანხმება, მათი მხრიდან მხარდაჭერილია.
„Yahoo“-მ განაცხადა, რომ მისი 1 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ანგარიში შეიძლებოდა ყოფილიყო ჰაკერული თავდასხმის ობიექტი, 2013 წელს. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა, რაც მხოლოდ მეორედ მოხდა ათი წლის განმავლობაში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
სირიელი მეამბოხე მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განადგურებული აღმოსავლეთ ალეპოდან გადაიდო, რადგან ქალაქში სასტიკი ბრძოლებია გაჩაღებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.