გამბიის ლიდერმა, იაჰია ჯამეჰმა უარი თქვა ამ თვის დასაწყისში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, ერთი კვირის შემდეგ, რაც მან აღიარა დამარცხება. ამის შესახებ BBC წერს.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტ პარკ ჟინ ჰეს კორუფციის სკანდალთნ დაკავშირებით იმპიჩმენტის კენჭისყრა განახორციელა. ამის შესახებ BBC წერს.
პირველი ამერიკელი კოსმონავტი, ჯონ გლენი, რომელმაც 1962 წელს დედამიწას შემოურა, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სირიის არმიამ აღმოსავლეთ ალეპოში საბრძოლო ოპერაციები შეაჩერა. ამის შესახებ BBC წერს. ეს ნაბიჯი საბრძოლო ზონაში მომწყვდეული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ევაკუაციის საშუალების მიცემისთვის გადაიდგა. ლავროვმა თქვა, რომ 8 000-ზე მეტი მოქალაქე იქნება გამოყვანილი.
დიდი ბრიტანეთისთვის ტერორიზმის საფრთხის მასშტაბი „უპრეცედენტოა“, განაცხადა MI6 -ის ახალმა ხელმძღვანელმა.
სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ ალეპოში მისი არმიის გამარჯვება „უზარმაზარი ნაბიჯი“ იქნება ქვეყანაში 5-წლიანი სამოქალაქო ომის დასასრულისაკენ. მაგრამ მან დაამატა, რომ ჩრდლოეთით მდებარე ქალაქში ამბოხებულთა ჯგუფების დამარცხება კონფლიქტს ვერ დაასრულებს. ამის შესახებ BBC წერს.
გავრცელებული ცნობით 60-ზე მეტი ადამიანია მოკლული საჰაერო დარტყმების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ერაყის ქალაქში, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალ „თაიმის“ 2016 წლის ადამიანად დასახელდა.
პაკისტანის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 40-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა.
5 წლის ავსტრალიელი ბავშვი, რომელიც გენეტიკურად მამრობითი სქესის დაიბადა, გაიზრდება, როგორც სტერილიზებული მდედრობითი სქესის, მას შემდეგ რაც სასამართლომ თანხმობა განაცხადა, რომ მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდეს. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.