სირიელი მეამბოხე მებრძოლების და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განადგურებული აღმოსავლეთ ალეპოდან გადაიდო.
ყოფილმა საბჭოთა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა ბრალი დასდო დასავლეთს „რუსეთისთვის პროვოკაციის მოწყობაში“ და განაცხადა, რომ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) 1991 წელს „მუხანათური გამცემლობის“ გამო დაინგრა.
სირიელი მებრძოლები ალეპოდან გასასვლელად ემზადებიან მას შემდეგ, რაც მეამბოხეებთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება შედგა, რამაც დაასრულა მრავალწლიანი ბრძოლები ქალაქში და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, ხუთწლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში, ყველაზე დიდი გამარჯვება მოაპოვებინა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.
ახალგაზრდა ბრიტანელ მამაკაცს პატიმრობა 12 თვითა და ერთი დღით მიესაჯა მის მიერ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისას, ზაფხულში პოლიციის ოფიცერზე იარაღისთვის ხელის ტაცებისა და სავარაუდოდ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის გამო.
მიღწეულია შეთანხმება სირიის მეამბოხე მებრძოლებთან, რომ მათ დატოვონ აღმოსავლეთ ალეპო. ინფორმაციას ამ წუთებში BBC გაეროში რუსეთის ელჩის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
გამბიის უსაფრთხოების ძალებმა სადავო არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიის შტაბ-ბინები აიღო. ინფორმაციას BBC საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტუნისელი მამაკაცი იტალიაში, სიცილიის სასამართლომ დამნაშავედ სცნო ნავის ჩაძირვაში, რომელზეც მყოფთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, 700 მიგრანტი დაიღუპა 2015 წლის აპრილში. ამის შესახებ BBC წერს.
მას შემდეგ რაც შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Exxon Mobil-ის აღმასრულებელი დირექტორის რექს ტილერსონის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელა, ამერიკის მომავალმა მთავარმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მისთვის „დიდი პატივია“ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დასახელება და დაამატა, რომ იგი იზიარებს ტრამპის „ხედვას შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების საიმედოობის აღდგენასთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინ წაწევის კუთხით“.
შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Exxon Mobil-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის რექს ტილერსონის კანდიდატურა სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, სირიის პრო-სამთავრობო ძალები აღმოსავლეთ ალეპოში სახლებში შედიან და კლავენ მათ ვინც კი შიგნით ხვდებათ, მათ შორის ქალებს და ბავშვებს. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.