ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს, - განაცხადა ერაყის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, პრემიერ მინისტრმა, ჰაიდერ აბადიმ სატელევიზიო მიმართვისას.
თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას, სამი თურქი პოლიციელი ემსხვერპლა.
თურქეთის პროვინცია გაზიანტეპში, საპოლიციო ოპერაციის მსვლელობისას, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.
ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტი, მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივად მოღვაწე მონარქი, ტახტზე 70–წლიანი ყოფნის შემდეგ, გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
The New York Times -ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს თანახმად, ორი ქალი დონალდ ტრამპს უადგილო შეხებაში ადანაშაულებს. ბრალდებებს ტრამპის წარმომადგენელმა "შეთხზული" უწოდა, მაგრამ ჩანაწერმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანიას, მაშინ როცა მხოლოდ 4 კვირაზე ნაკლები რჩება შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაჟინებით მოუწოდა მთავარ რესპუბლიკელებს ოფიციალურად თქვან უარი მათი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს შერიგების მიმართულებით ნაბიჯები გადადგეს მას შემდეგ, რაც გასულ წელს ორ ქვეყანას შორის რუსული სამხედრო თვითმფრინავის სირიის საზღვართან ჩამოგდების შემდეგ ურთიერთობები გაფუჭდა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
„Samsung“ - ი დაჟინებით მოუწოდებს „Galaxy Note 7“ -ის მფლობელებს გამორთონ „სმარტფონები“ სანამ ის გამოიძიებს ახალ გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ მოწყობილობას ცეცხლი ეკიდება. ამის შესახებ BBC წერს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი სასტიკად დაესხა თავს ჰილარი კლინტონს და მის მეუღლეს. მან უარყო მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ქალების სექსუალური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ და თქვა, რომ მისი მხრიდან ქალების გაუპატიურებას არასდროს არ ჰქონია ადგილი, სამაგიეროდ კი იგი ცხარე საპრეზიდენტო დებატებში თავს დაესხა ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.