BBC-ის ცნობით, ჰაიტიზე ქარიშხალ „მეთიუს“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. მას პრემია მემარცხენე ფრთის მეამბოხეებთან 52–წლიანი კონფლიქტის დასრულებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა.
მეამბოხეებს, რომლებიც ქალაქ ალეპოში არიან გამაგრებული, თავიანთ ოჯახებში ცხოვრება შეეძლებათ, თუ ისინი იარაღს დაყრიან და ჩაბარდებიან, განაცხადა პრეზიდენტმა ბაშარ ალ–ასადმა ხუთშაბათს და აღქთმა დადო, რომ იერიშს მიიტანს სირიის უდიდეს ქალაქზე და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აღადგენს კონტროლს.
აზიაში პარასკევს გამართული ვაჭრობისას დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი, სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოსვლის შემდეგ, გარკვეული აღმასვლის გზას დაადგა. როგორც "როიტერსი" წერს, მის გაუფასურებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან "მძიმე" გასვლის შიშები განაპირობებს.
10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში "მეთიუ", მე–4 კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხალი შეერთებულ შტატებს პირველ პირდაპირ დარტყმას აყენებს. ქარიშხალმა ფლორიდის სანაპიროებს უკვე მიაღწია მას შემდეგ, რაც ჰაიტიზე სულ მცირე 339 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
ჰარიკანმა „მეთიუმ“ ჰაიტიზე 300–სზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰარიკანმა „მეთიუმ“ ჰაიტიზე 108 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაერო-ს მომავალი გენერალური მდივანი სავარაუდოდ, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, 66 წლის ანტონიო გუტიერეში გახდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაერო-ს დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჰილარი კლინტონი თავს დაესხა დონალდ ტრამპს, როგორც "გაყალბებული სისტემის" სიმბოლოს, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპს შესაძლოა, 18 წლის განმავლობაში არ ჰქონდეს საშემოსავლო გადასახადი გადახდილი. ამის შესახებ BBC წერს.
გაერო–ს უშიშროების საბჭომ, ორშაბათს, ახალი რეზოლუციების განხილვა დაიწყო, რამაც დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს სირიის ქალაქ ალეპოში ბრძოლების დასრულება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.