შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა კვირას ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, შეერთებული შტატები იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" წერს.
იორდანიელი მწერალი, მას შემდეგ რაც გავრცელებული ცნობით, Facebook-ის საკუთარ გვერდზე სატირული კარიკატურის გაზიარების გამო გასულ თვეს, ისლამის შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს, სასამართლოს შენობასთან მოკლეს.
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ შარლოთში საპროტესტო აქციები განახლდა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ამერიკელმა სამართალდამცველებმა სავაჭრო ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს. აღნიშნულის შესახებ BBC იტყობინება.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვეს. საბჭოს განხილვის მთავარი თემა სირიის ქალაქ ალეპოში მიმდინარე მოვლენები იქნება, სადაც „როიტერსის" ცნობით, უკანასკნელ დღეებში, სისხლისმღვრელი მოქმედებები განახლდა.
ვაშინგტონის შტატის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით 4 ადამიანია მოკლული, მსროლელები კი გაქცეულები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერსი" პოლიციის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსკოვში, გოლიანოვოს რაიონში, პლასტმასის პროდუქციის საწყობში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისას, ჭერის ჩამონგრევის შედეგად 8 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.
ხუთშაბათს კუბის ყოფილ ლიდერთან, ფიდელ კასტროსთან გამართული უჩვეულო მოლაპარაკებებისას იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბიმ, რომელიც პირველი იაპონელი ლიდერია, ვინც კომუნისტურ კუბას ეწვია, მოწოდება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა მძლავრი და ერთიანი საერთაშორისო პასუხი ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამისადმი. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.
ჰაკერებმა Yahoo-დან დაახლოებით 500 მილიონი მომხმარებლის ინფორმაცია მოიპარეს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია აკეთებს.
კანადის პრინც ედვარდის კუნძულზე "პოტენციური საფრთხის" გამო ყველა სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.