შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერის მოამარ კადაფის ჩამოგდების შედეგებისთვის მოუმზადებლობა და შემდგომი წარუმატებელი პერიოდი მისი პრეზიდენტობის ყველაზე დიდი შეცდომა იყო, თუმცა ამის მიუხედავად ლიბიაში ინტერვენცია "მართებულად გადადგმული ნაბიჯი" იყო.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი, შესაძლოა, ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიკავოს.
საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთის ვიზებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, მოსკოვი შვეიცარიას სთხოვს გაზარდოს რუსეთის საკონსულოს თანამშრომელთა რაოდენობა თბილისში.
დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, რომელიც გარანტირებულად სამართლიან, ღია, პატიოსან საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ჩატარდება, ჩვენი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან მხარდაჭერის მკაფიო სიტყვებს მოვისმენთ, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გააკეთა.
ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით აგვისტომდე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, - აღნიშნული განცხადება ე.წ პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
NDI-ის კვლევის თანახმად, უმცირესობათა დასახლებებში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე კარგად რუსეთი უზრუნველყოფს.
რუსეთში, სტავროპოლის ერთ-ერთ სოფელში თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სიმშვიდეა, თუმცა, პერიოდულად აზერბაიჯანული მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, - ამ ინფორმაციას რუსული მედიის ცნობით, მთიანი ყარაბაღის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ISIS- ის მებრძოლებმა სირიის ქალაქ ელ-ქარიატეინში 21 ქრისტიანი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ BBC-ის ცნობით, სირიის ორთოდოქსული ეკლესიის წინამძღოლმა, ეფრემ მეორემ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.