22 მარტის ტერაქტის შემდეგ დახურული ბრიუსელის აეროპორტი მუშაობას დღეს განაახლებს. პირველ რეისებს Brussels Airlines ფაროში, ათენსა და ტურინში განახორციელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს, ცეცხლს ნუ ეთამაშება და დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანისა და სომხეთის ჯარების "შეხების ხაზზე".
გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მთიანი ყარაბაღის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებს, საბრძოლო მოქმედებები დაუყონებლივ შეწყვიტონ.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების ინფორმაციით, სიტუაციის სტაბილიზაციის შესახებ ბაქოს განცხადების მიუხედავად, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
ათეულობით ადამიანია მოკლული მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მომხდარი შეტაკებებისას. ამის შესახებ BBC წერს.
სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სომხური მხარის დანაკარგი 18 ჯარისკაცს შეადგენს, დაჭრილია 35 ადამიანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მთიანი ყარაბაღის კონლიქტის ესკალაციის შესახებ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს ესაუბრა.
მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების განახლებას 12 წლის ბავშვი ემსხვერპლა. კიდევ ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" წერს.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რომში ე.წ სამხრეთ ოსეთის "ოფიციალური წარმომადგენლობის" გახსნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შეერთებული შტატების ეკონომიკას მარტში 215 000 ახალი სამუშაო ადგილი დაემატა, ოდნავ უფრო მცირე, ვიდრე თებერბვალში, როცა სამუშაო ადგილების რაოდენობამ 242 000 შეადგინა. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.