ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი ბოლო შეხვედრებს მართავენ თავიანთ მხარდამჭერებთან. აშშ-ის მოქალაქეების ნაწილმა, 69 მილიონზე მეტმა ადამიანმა, 3 ნოემბრის არჩევნებამდე მისცა ხმა თავის სასურველ კანდიდატს, ზოგიერთმა ფოსტის მეშვეობით (46 მილიონზე მეტმა), ზოგიერთმა კი ტრადიციული ფორმით.
იტალიაში კორონავირუსის მეორე ტალღის გამო დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დემონსტრაციები გაიმართა ქვეყნის რამდენიმე მთავარ ქალაქში, მათ შორის ტურინში, სადაც პოლიციის ოფიცრებს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. მილანში, სადაც პროტესტანტები გაჰყვიროდნენ „თავისუფლება, თავისუფლება, თავისუფლება“, პოლიციამ მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
(GUARDIAN.GE) - ესპანეთმა „კოვიდ-19“-ის ინფექციის გავრცელების შესაკავებლად და მასზე უფრო მეტი კონტროლის განხორციელების მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ღამის საათებში კომენდანტის საათი დააწესა.
ლიბიის დაპირისპირებულმა მხარეებმა ჟენევაში მოლაპარაკების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების ფონზე, ნოემბერში დაგეგმილი ევროკავშირის სამიტი აღარ ჩატარდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება თავდაცვის ძალების კიდევ 49 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო დღეს დილიდან სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების, გერანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შესახებ იუწყება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და გორანბოის რაიონის დაბომბვას აგრძელებენ.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის დაგეგმილი მეორე საპრეზიდენტო დებატები გაუქმდა. ინფორმაციას „ეიბისი ნიუსი“ ავრცელებს. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო დებატების კომისიამ მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.