მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი კორონავირუსის პანდემიის დასასრულის იმედს გამოთქვამს. „ვაქცინის გამოცდებთან დაკავშირებით უკანასკნელი დადებითი ცნობებიდან გამომდინარე, ამ გრძელი, ბნელი გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება. ახლა ნამდვილი იმედი არსებობს იმისა, რომ ვაქცინები - სხვა ნაცად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებთან ერთად - დაგვეხმარება დავასრულოთ „კოვიდ-19“-ის პანდემია“, აცხადებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი „თვითერის“ გვერდზე.

სრულად...

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საიდუმლო მოლაპარაკებების გასამართად საუდის არაბეთში ჩაფრინდა, სადაც ტახტის მემკვიდრე პრინცს, მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება, იტყობინება BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.

სრულად...

ნიუ ჯერსის ყოფილი გუბერნატორი დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მარცხის აღიარებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს რეალობის უარყოფა არ გამოუვა, არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე უარის თქმა კი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი შეიძლება იყოს.

სრულად...

არჩევნები მე მოვიგე, – წერს აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

სრულად...

„მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა“, ეს პირველი განცხადებაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ, რომელიც მისი კონკურენტის, ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებას აღიარებს, მაგრამ ამის მიუხედავად, ტრამპი კვლავ დაჟინებით იმეორებს, რომ აშშ-ის 3 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Facebook-ის გვერდზე თავისი მხარდამჭერების მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ „ყალბი ახალი ამბების ტელევიზიები არ აჩვენებენ ამ მასობრივ შეკრებებს“.

სრულად...

ფილიპინებზე საშინელმა ციკლონმა სულ მცირე 67 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 12 ჯერ კიდევ დაკარგულადაა გამოცხადებული, 21-ს კი დაზიანებები აქვს მიღებული, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ქვეყნის კატასტროფათა მართვის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით.

სრულად...

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კლინიკაში გადაიყვანეს. მიმდინარე კვირას მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სრულად...

ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის აპარატის უფროსის თანამდებობაზე რონ კლაინის კანდიდატურა დაასახელა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი