ინდოეთში კორონავირუსის 92 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
საფრანგეთი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის გამო ვირუსთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომების მიღებას აპირებს. ბოლო 24 საათის მონაცემებით ახალი შემთხვევების რაოდენობამ იქ 10 000 შეადგინა.
სულ მცირე 100 ადამიანი დააპატიმრა პოლიციამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში, სადაც უკვე თითქმის ერთი თვეა პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც კორონავირუსი 2 სექტემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ბერლუსკონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა. 83 წლის ბერლუსკონი მილანთან ახლომდებარედ საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება და მუშაობას იქიდან განაგრძობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან ზიბერტმა განაცხადა, რომ „ალექსეი ნავალნი რუსეთში ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლია“.
ბრიტანულმა Sunday Express-მა ამერიკულ კვლევით ცენტრს Democracy Institute-ს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების სოციოლოგიური კვლევა შეუკვეთა და შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ტრამპი ბაიდენს ქვეყნის მასშტაბით 3%-ით უსწრებს, ხოლო მერყევ შტატებში, რომელთაც ასევე „საბრძოლო შტატებს“ უწოდებენ და ფაქტობრივად, მათ უნდა გადაწყვიტონ არჩევნების ბედი, ტრამპი ბაიდენს 7%-ით უსწრებს.
(GUARDIAN.GE) - პოლიციამ ბერლინში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული მასობრივი მშვიდობიანი პროტესტისას, რომლის დროსაც ქუჩებში დაახლოებით 38 000 ადამიანი იყო გამოსული, 300 დემონსტრანტი დააკავა. BBC-ის ცნობით, მსგავსი დემონსტრაციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, სადაც პროტესტანტთა ნაწილი ვირუსს სიცრუეს უწოდებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ოპონენტი, დემოკრატიული „პარტიის საპრეზიდენტო“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკულ ოცნებას „გაანადგურებს“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.