რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულის, სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მოულოდნელი შემოწმება ჩატარდება, - როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
უკრაინის პროკურატურამ 2014 წელს გამართული საპროტესტო აქციების დროს აქტივისტების მკვლელობაში ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაადანაშაულა.
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში საპროტესტო აქცია გაიმართა. 2 000-მდე მუსლიმმა ქალმა მარში გამართა და ის აკრძალვა გააპროტესტა, რომლის თანახმად, ბოსნიის სასამართლო დაწესებულებებში მუსლიმი ქალის ტრადიციული თავსაბურავის, ჰიჯაბის ტარება აიკრძალა.
გაეროს უშიშროების საბჭომ მკაცრად დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ შორი რადიუსის მანძილზე მიმწვდომი რაკეტის გამოცდა. ნიუ იორკში სასწრაფოდ შემდგარი შეხვედრის შემდეგ საბჭომ განაცხადა, რომ ამის საპასუხოდ ახალი სანქციების რეზოლუციას მიიღებს.
რუსეთში Ан-2-ის ჩამოვარდნის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი რეისს სტერლიტამაკიდან ორსკის მიმართულებით ასრულებდა და ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა.
ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი კრემლის ლიდერთან დაკავშირებას ცდილობს, - ამის შესახებ თურქული მედიის ცნობით, ერდოღანის პრეს-სპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
სირიაში რუსეთის ქმედებებმა არაერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია. ამის შესახებ განცხადება BBC-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ ქერიმ გააკეთა.
ტაივანის სამხრეთში მდებარე ქალაქ ტაინანში მიწისძვრამ შენობები წააქცია და სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC იუწყება.
რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმები ხელს უშლის სამშვიდობო პროცესს, - ეს განცხადება "ბიბისის" ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.