თურქეთი და "ისლამური სახელმწიფო" საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავენ და კონტრაბანდის ახალ ვერსიებს განიხილავენ.
აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში 4,3 მილიარდი დოლარი რუსეთის აგრესიასთან ბრძოლისთვის იქნება გამოყოფილი. კერძოდ, ვაშინგტონი ნატო-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნებისთვის გეგმავს ფინანსურ დახმარებას.
რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა და დემოკრატმა ბერნი სანდერსმა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატების შეჯიბრში ნიუ ჰამპშირის პრაიმერში გადამწყვეტი გამარჯვებები მოიპოვეს.
გერმანიის შტატ ბავარიაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და მრავალი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუ უკრაინულ არმიას ამერიკული იარაღი ექნება, ის მთელი რუსეთის დაპყრობას შეძლებს. როგორც რუსული სააგენტო "ტასი" იტყობინება, ასეთი განცხადება ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანია "24"-თან საუბარში გააკეთა.
ინდოეთის ეკონომიკა საშუალოდ 7.5 %-ით გაიზარდა, უფრო სწრაფად ვიდრე ჩინეთის ეკონომიკა, რომლის ზრდამაც 6.9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს კი, ბოლო პერიოდში უჩვეულო, მაგრამ არა უპრეცედენტოა ინდოეთისთვის.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის შეფასებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის, ფატუ ბენსუდას განცხადებები "ორმაგი სტანდარტების ნათელი მაგალითია".
ტაივანში, რამდენიმე დღის წინათ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, 100-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
თურქეთში, შესაძლოა, კიდევ 600 000 სირიელი ლტოლვილი ჩავიდეს. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ნუმან კურთულმუშმა განაცხადა.
შეერთებული შტატების რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლაში ნიუ ჰამპშირის მოსახლეობა არჩევანის გასაკეთებლად ემზადება. თეთრი სახლის დასაკავებლად გაჩაღებული პირველი პრაიმერის წინ კანდიდატებმა ორშაბათს საბოლოოდ მიმართეს ამომრჩევლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.