პაკისტანში საპროტესტო აქციის დარბევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ინფორმაციით, ქალაქ კარაჩიში ავიაკომპანია "Pakistan International Airlines"-ის თანამშრომლებმა კომპანიის პრივატიზაციის გეგმა გააპროტესტეს.
რუსეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამრთლოს მიერ აგვისტოს ომის გამოძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს. როგორც „ინტერფაქსი“ იტყობინება, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის იუსტიციის სამინისტოში გააკეთეს.
აშშ-ს 2017 წელს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე 7 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა სურს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" თეთრ სახლში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
ტეხასის სენატორმა, 45 წლის თედ კრუზმა აიოვას რესპუბლიკელთა პარტიულ კონფერენციაზე გამარჯვება მოიპოვა. ეს არის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის პირველი მიცემა პარტიული კონფერენციების დონეზე.
მოლდოვის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის სახლს უცნობმა პირმა ყუმბარა ესროლა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
სულ მცირე 71 ადამიანი ემსხვერპლა სირიის დედაქალაქ დამასკოს სამხრეთით, შიიტურ სალოცავ ზაიდა ზეინაბთან ახლოს მომხდარ აფეთქებას. ამის შესახებ BBC იტყობინება. აფეთქებამ ავტობუსის გაჩერება და სამხედრო შტაბ-ბინების შენობები მოიცვა, რამაც ახლოს მყოფი სატრანსპორტო საშუალებები ნამსხვრევებად აქცია.
თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. სააგენტო "ასოშიეითედ პრესის" ცნობით, შედეგად დაიღუპა 30 ადამიანი.
კანადაში მეწყერის ჩამოწოლას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ავრცელებს.
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
თურქული მედია დაღუპულების ვინაობას აქვეყნებს მათი ინფორმაციით მოკლულები არიან 56 წლის ემა შარიპოვი, 50 წლის ელნას შარიპოვი და 19 წლის შაჰიპ შარიპოვი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.