ბრიუსელსა და ლიეჟში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს. "დოიჩე ველის" ცნობით, ამის შესახებ ბელგიის ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელი იტყობინება. კვლავ უცნობია პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ტერორისტის, სალაჰ აბდესლამის ბედი.
შოტლანდიის სანაპიროსთან რუსულ წყალქვეშა ხომალდს ეძებენ. ამის შესახებ გამოცემა "ტელეგრაფი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ბელგიაში ანტიტერორისტული ოპერაცია არ დასრულებულა. რეიდებში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება, 1 000-მდე სპეცსამსახურების თანამშრომელი, პოლიციელი და სამხედრო მონაწილეობს.
მიანმარში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 113 ადამიანი დაიღუპა. მაშველები 100-ზე მეტ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.
ერაყის ქალაქ მოსულში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა 12 სტუდენტი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება. ახალგაზრდა ერაყელები სოციალურ ქსელში ექსტრემიზმის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ბელგიის პოლიციამ ანტი-ტერორისტული რეიდის შედეგად 16 ადამიანი დააკავა, თუმცა პარიზის ტერორისტული აქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი კვლავ ძებნაში რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ, ბელგიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
ახალ ზელანდიაში ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 7 ტურისტი იმყოფებოდა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობის - ფოქსის მყინვარის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ავიაკომპანია Turkish Airlines–ის ეარბუს A330- მა კანადის ქალაქ გალიფაქსის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა. თურქული ავიალაინერი ნიუ-იორკიდან ანკარაში მიფრინავდა.
ყირიმის ნახევარკუნძულზე საგანგებო სიტუაციის რეჟიმია შემოღებული. რამდენიმე დღის წინათ, მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაუდგენელმა პირებმა მაღალი ძაბვის გადამცემები ააფეთქეს, რითაც ყირიმს ელექტროენერგია მიეწოდებოდა.
რუსეთის ფედერაციის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციის თანახმად, ნალჩიკში სპეცსამსახურების წარმომადგენლებსა და გაურკვეველ შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულია 10 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.