"ისლამური სახელმწიფო" ვაშინგტონში ტერაქტების მოწყობით იმუქრება. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, ისლამისტებმა ახალი ვიდეორგოლი გაავრცელეს, სადაც აცხადებენ, რომ სირიის დაბომბვაში მონაწილე ყველა ქვეყანა "საფრანგეთის ბედს გაიზიარებს".
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტები გმობენ ძალადობას და ამბობენ, რომ ისლამს ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ღამის განმავლობაში ფრანგმა სამართალდამცველებმა ქვეყანაში 168 რეიდი ჩაატარეს, დაკავებულია 23 ადამიანი, რომლებიც ისლამისტ სამხედროებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. BBC -ის ინფორმაციით, ამოღებულია 31 ერთეული იარაღი, ფრანგი სამხედროების უნიფორმები. 23 დაკავებულის გარდა, 104 ადამიანს შინა პატიმრობა მიესაჯა.
ბელგიის პროკურატურა ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი სალაჰ აბდესლამის დაკავებას უარყოფს.
ბრიუსელში, მოლემბეკის რაიონში, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის ჩატარების დროს ცეცხლი გაუხსნეს ტერორისტებს. სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ბელგიის მოქალაქე, სალაჰ-აბდელ სალამი, რომელიც პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორია.
გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი, მიმდინარე კვირას ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო Yonhap-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიტოლოგი, მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ევროპაში ტერაქტები კვლავაც გაგრძელდება. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ევროპული უსაფრთხოების სისტემაში პარიზი სუსტი წერტილია.
იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად, 2 პალესტინელი დაიღუპა და 3 დაშავდა.
.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.