ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობა აუცილებელია.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის განცხადებაში, რომლის ქართულ თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კანადაში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს. როგორც cp24.com იტყობინება, შემთხვევა პროვინცია ონტარიოს ქალაქ პიტერბოროში ადგილობრივი დროით ღამის 11 საათზე მოხდა. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია.
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის, იბრაჰიმ ალ-ჯაფარის განცხადებით, მისი ქვეყანა ფლობს ისლამისტების მიერ საფრანგეთში, აშშ-სა და ირანში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ ინფორმაციას.
საფრანგეთმა "ისლამურ სახელმწიფოზე" ავიაიერიში განახორციელა და სირიის ქალაქ რაქაში 20 ჭურვი ჩაყარა.
აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაქ ობამა პარიზში განხორციელებული ტერაქტების საკითხზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას ჩაატარებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.