აშშ-ს ორეგონის შტატის ქალაქ როზბურგში დამნაშავემ ერთ-ერთ კოლეჯში სროლა ატეხა. თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაიჭრა. ამის შესახებ BBC იუწყება. რამდენიმე დაჭრილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პოლიციის განცხადებით, დამნაშავე ლიკვიდირებულია.
რუსულმა ბომბდამშენებმა პირველი იერიში სირიის პროვინცია ჰომსთან განლაგებულ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ლატაკიის ავიაბაზიდან მიიტანა. "ინტერფაქსის" ცნობით, ბოევიკების პოზიციები "სუ-24" ტიპის ბომბდამშებიდან დაბომბეს.
საუდის არაბეთში მომხდარი ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ სულ მცირე 717 ადამიანამდე მიაღწია. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.
საუდის არაბეთში, წმინდა ქალაქ მექას სიახლოვეს მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 400 მორწმუნე დაშავდა. ინციდენტი მექადან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარე მინაში მოხდა. ამის შესახებ BBC საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება. ტრაგიკული შემთხვევა ჰაჯის დროს მოხდა.
ევროკავშირი მიგრანტების დასახმარებლად ერთ მილიარდ ევროს გამოყოფს. ევროპელმა ლიდერებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე მიიღეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბერლინში მოლაპარაკებები გამართეს.
საბერძნეთში გამართულ რიგგარეშე საპრალამენტო არჩევნებში გამარჯვება კვლავ მემარცხენე იდეოლოგიის პარტია "სირიზამ" მოიპოვა. ამ დროისთვის ბიულეტენები თითქმის უკვე დათვლილია.
საბერძნეთის კონსერვატორების ახალი დემოკრატიის პარტიამ ალექსის ციპრასის მემარცხენე ფრთის სირიზასთან, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ქვეყნის მე-5 რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, დამარცხება აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ, ამ წუთებში BBC ავრცელებს.
ჩილეს ცენტრალურ რეგიონებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "ბიბისის" ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 8,3 მაგნიტუდა შეადგინა. ამ დროის მონაცემებით, ინფორმაცია ხუთი ადამიანის დაღუპვაზე ვრცელდება, თუმცა საგანგებო სიტუაციების სამსახურში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება. სანაპირო რეგიონებიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს ტონი აბოტი ტოვებს. "ბიბისის" ცნობით, მის ადგილს კომუნიკაციების მინისტრი, მალკოლმ ტერნბული დაიკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.