დონბასში, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, უკრაინელმა ძალოვნებმა გუშინ 500-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ყირიმში დააკავეს და ამ წუთებში კიევში მიჰყავთ,- ამის თაობაზე ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი „unian.net“ ავრცელებს.
უკრაინის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ავაკოვის განცხადებით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო პორტალი “RT” ავრცელებს.
უკრაინას პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჰყავს. უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ალექსანდრ ტურჩინოვს მიანიჭა.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინელმა მესაზღვრეებმა თვითმფრინავს, რომელშიც ვიქტორ იანუკოვიჩი იმყოფებოდა, დონეცკის დატოვების უფლება არ მისცეს.
უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტი იანუკოვიჩი კანონგარეშდ გამოაცხადა, და 2014 წლის 25 მაისისთვის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობიდან გადადგომის შესახებ. ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინათ "ესპრესო ტვ"-ზე გავრცელდა.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშჩენკომ ხარკოვის კოლონია უკვე დატოვა. მის პატიმრობიდან გათავისუფლებას უკრაინის რადის დეპუტატთა უმრავლესობამ, 322 დეპუტატმა, დღეს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც ტიმოშჩენკო მალევე გაათავისუფლეს საპყრობილიდან.
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშჩენკოს პატიმრობიდან გათავისუფლებას უკრაინის რადის დეპუტატთა უმრავლესობამ (322 დეპუტატი) დაუჭირა მხარი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დატოვებს ციხეს ყოფილი პრემიერი.
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი ვლადიმერ რიბაკი თანამდებობიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადადგა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.