მსოფლიო

ერაყში ანტისამთავრობო აქციების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

 

სრულად...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამჯერად აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება, უკრაინის მსგავსად, ჩინეთსაც მოსთხოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სრულად...

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ახალი ბალისტიკური რაკეტის ტესტირება დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოცდა წარმატებით ჩატარდა.

 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატიული პარტიის“ წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატი, ბერნი სანდერსი, რომელიც 78 წლისაა, მკერდის ტკივილის გამო საავადმყოფოში იქნა მოთავსებული და მის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმებულია, იტყობინება აშშ-ის მედია.

სრულად...

ჩინეთი საოცარი პომპეზურობით აღნიშნავს ქვეყნის ხელისუფლების სათავეში „კომუნისტური პარტიის“ მოსვლიდან 70-ე წლისთავს. პეკინში სამხედრო აღლუმი იმართება, ქუჩები სავსეა ტანკებით, ანტი-სატანკო რაკეტებით, შეიარაღებული საჯარისო ნაწილებით, ასევე გამოფენილა დრონები და ავტომატურად მომუშავე წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებებიც კი.

სრულად...

დაღუპულია 120-ზე მეტი ადამიანი ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ინდოეთის უტარ პრადეშისა და ბიჰარის შტატებში, იტყობინება BBC ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით.

სრულად...

განგაშის ამტეხი პირი („უისელბლოუერი“), რომლის ბრალდებამაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების დაწყებას დაუდო საფუძველი, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ოფიცერია, იტყობინება შეერთებული შტატების მედია.

სრულად...

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ცდილობდნენ „დაემალათ“ აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, იტყობინება BBC ე.წ. „განგაშის ამტეხ პირზე“ („უისელბლოუერზე“) დაყრდნობით. ახლახან გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ ყოფილა შენახული იმ კომპიუტერულ სისტემაში, რომელიც ჩვეულებისამებრ გამოიყენება ამგვარი ინფორმაციისთვის და ამის ნაცვლად ის ცალკე სისტემაში შეინახეს, რომელსაც „განსაკუთრებით მგრძნობიარე ხასიათის საიდუმლო ინფორმაციის“ შესანახად იყენებენ. 

სრულად...

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიტიკოსის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ე.წ. „განგაშის ამტეხი პირის“ (უისელბლოუერი) ბრალდებას პირველად განიხილავენ, რაც შესაძლოა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საწინდარი გახდეს. ერთ-ერთმა „დემოკრატმა“ ამას „შემაშფოთებელი“ უწოდა, ხოლო „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა განაცხადა, რომ ეს „სამწუხაროა“. ბრალდება ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სადავო სატელეფონო საუბარს ეხება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი