მსოფლიო

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანკარაში გამართული შეხვედრისას მიაღწიეს შეთანხმებას, რომ თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში 9 ოქტომბერს დაწყებულ სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს. ყველა სახის საბრძოლო მოქმედება 5 დღით შეჩერდება და პენსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ქურთული ძალების ხელმძღვანელობით მებრძოლ ჯარებს იმ ზონიდან გაყვანაში დაეხმარება, რასაც თურქეთი საზღვრის გასწვრივ „უსაფრთხო ზონას“ უწოდებს. ამის მიუხედავად, ჯერჯერობით უცნობია დანებდებიან თუ არა სრულად ქურთი მებრძოლები.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მომლაპარაკებელ გუნდებს შორის ბრიუსელში, ევროპის ლიდერების შეხვედრამდე, „ბრექსიტის“ შეთანხმებას მიაღწიეს, იტყობინება BBC.

სრულად...

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წერილი სანაგვე ურნაში ჩააგდო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სრულად...

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩეჩნეთში რეპრესიები მიმდინარეობს – ამჯერად პრეზიდენტ რამზან კადიროვის ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ. უკანონო საპატიმროებში, “საიდუმლო ციხეებსა” და სარდაფებში, რამდენიმე დღით, ან ზოგჯერ კვირეებით და თვეებითაც კი ხვდებიან არა მხოლოდ ჩეჩენი მაღალი თანამდებობის პირები, არამედ მათი ნათესავები, დაცვის თანამშრომლები და საახლობლო წრე.

 

სრულად...

სამწლიანი მოლაპარაკებების შემდეგაც ევროკავშირის სამიტზე მთავარი თემა „ბრექსიტი“ იქნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის სირიაში შეჭრაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ „ეს ჩვენი საზღვარი არ არის“, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მცხოვრებ ამერიკის ყოფილ მოკავშირეებზე, ქურთებზე, რომლებიც აშშ-ს „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებაში დაეხმარნენ, თქვა, რომ ისინი „ანგელოზები არ არიან“.

სრულად...

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ქვეყნის ყველაზე მაღალი მთა ცხენით დალაშქრა. ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ანკარაში ჩადის, რათა თურქეთის ხელმძღვანელობასთან ჩრდილოეთ სირიაში განვითარებული სისხლიანი მოვლენების კვალდაკვალ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას შეეცადოს.

სრულად...

სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სრულად...

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუჩდემონის დაკავების ახალი ორდერი გასცა, რომელიც ევროპის მასშტაბით ამოქმედდება. ორდერში აღნიშნულია, რომ პუჩდემონი ეჭვმიტანილია ამბოხის წაქეზებასა და სახელმწიფო ხარჯების გაფლანგვაში 2017 წელს, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი