მსოფლიო

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან წარმომადგენელთა პალატის მხრიდან პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის. „ჩვენ მზად ვართ იმპიჩმენტისთვის“, განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა სტეფანი გრიშემმა „Fox News“-თან ინტერვიუში, როგორც ამას გამოცემა „THE HILL“-ი წერს, და დაამატა, რომ ტრამპს „არაფერი არამართებული არ გაუკეთებია“.

სრულად...

პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 73 ადამიაი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მატარებელი რეისს ყარაჩიდან რავალპინდის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა.

სრულად...

Twitter-მა გამოაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა პოლიტიკურ რეკლამას კრძალავს და აღნიშნა, რომ ამგვარ გზავნილებზე წვდომა „არა ყიდვით, არამედ დამსახურებით უნდა იყოს მიღწეული“.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრები დაეთანხმნენ პრემიერ მინისტრის, ბორის ჯონსონის წინადადებას ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე და 438 ხმით მხარი დაუჭირეს 12 დეკემბერს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გამართვას, რაც 1923 წლის შემდეგ პირველი არჩევნები იქნება, რომელიც დეკემბერში ჩატარდება, თუკი კანონპროექტი მხარდაჭერილი იქნება ლორდთა პალატის მიერაც და კვირის ბოლომდე კანონად იქცევა. თუ ეს ასე მოხდა, არჩევნების დღემდე პარტიებს და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიისთვის მხოლოდ 5 კვირა ექნებათ.

სრულად...

ევროკავშირის ქვეყნები Brexit-ის 2020 წლის 31 იანვრამდე გადავადებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას BBC ევვროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

კომპანია Microsoft-მა პენტაგონის 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ტენდერში გაიმარჯვა. ინფორმაციას BBC პენტაგონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთის მიმართ დაწესებული სანქციები გააუქმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა და თურქეთმა მიაღწიეს შეთანხმებას სირია–თურქეთის საზღვრის ერთობლივ პატრულირებასა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

სრულად...

თურქეთ-სირიის საზღვარზე შექმნილ ვითარებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდ წარმატებად“ აფასებს და აცხადებს, რომ ცეცხლი შეწყდა, საბრძოლო მისიები დასრულდა და ქურთები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს.

სრულად...

ინგლისის პოლიციამ ესექსის საგრაფოში 39 ცხედარი იპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სრულად...

ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციების და არეულობის ფონზე რეფორმების მიღების პირობა დადო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი