იაპონიაში ტაიფუნი „ჰაგიბისის“ შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ეთიოპიის პრემიერ მინისტრმა აბი აჰმედმა მოიპოვა. მას მსოფლიოს ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟლი ჯილდო "მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევისთვის" გადაეცა.
თურქეთის მხრიდან სირიის ქალაქებზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს სულ ცოტა 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვია.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა 3.6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ ევროპული ქვეყნები თურქეთის მიერ ჩატარებული ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას კვლავ განაგრძობენ.
აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლება 2016 წელს სოციალური მედიის საშუალებით აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენას ახდენდა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი - მას შემდეგ, რაც მან გასული წლის დეკემბერში მოულოდნელი და გასაკვირი გადაწყვეტილება მიიღო აშშ-ის ჯარების ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გაყვანის თაობაზე, რამაც მაშინდელი თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის გაბრაზება და თანამდებობიდან წასვლა გამოიწვია - თურქეთს ეკონომიკის განადგურებით დაემუქრა, თუკი ანკარა „ზღვარს გადავა“ და სირიაში სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს.
ოთხი უსახლკარო ადამიანი სიკვდილის პირამდე ნაცემი იპოვეს მანჰეტენზე შაბათს დილით, მეხუთე კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, იტყობინება აშშ-ის მედია. პოლიციამ ინციდენტს შემთხვევითი თავდასხმა უწოდა.
დემოკრატმა კონგრესმენებმა აშშის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო ზართან დაკავშირებული დოკუმენტები გამოითხოვეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.