განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სარგებლობაში არსებული ქონების გათავისუფლებას ქონების გადასახადისაგან.
რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია, ეს არის წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
განათლების გარეშე ჩვენი ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია, ვინაიდან განათლება არის ის მყარი ფუნდამენტი, საფუძველი იმისა, რომ ერთად ავაშენოთ ძლიერი საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა. მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსდამთავრებულებს შეხვდა.
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან.
2020-2021 სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირით ადრე სკოლებში, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხო გარემოს მონიტორინგი და Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
სასწავლო პროცესის დასრულებამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მასშტაბით სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა 40-მდე მე-12 კლასელმა დაამთავრა, მათი სკოლიდან გაცილება კი მოკრძალებულად აღინიშნა, - განუცხადა ლამბალოს აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა, დავით როსტომაშვილმა GUARDIAN.GE-ის.
გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის ერთ-ერთი სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ეთერში ორი დღეა ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალგაზრდებში კრიმინალური იდეოლოგიის არსებობის შესახებ, რითიც მოხდა ამ ნიშნით სკოლის მოსწავლეთა დისკრედიტაცია და მოზარდებში კრიმინალური სამყაროს პოპულარიზაცია.
ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეულ ცვლილებებთან ერთად, არსებული რეგულაციების დაცვით, მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი მე-12 კლასელებს ბოლო ზარს ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. სწავლის დასრულებას გილოცავთ ყველას და მთელი გულით გისურვებთ წარმატებას თქვენი ცხოვრების გზაზე ახალი ნაბიჯების გადადგმისას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.