წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის 10 პრაქტიკოსი მასწავლებელი, მათ შორის დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი შაქრო ხაჩატურიანი, ზაფხულში დაგეგმილ გამოცდაზე დარეგისტრირდა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ პოსტერების კონკურსს თემაზე: „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. როგორც GUARDIAN.GE-ის სკოლის დირექტორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა შაქრო ხაჩატურიანმა განუცხადა, ახლო მომავალში მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის მორიგი ტესტირება ჩატარდება.
განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის დირექტორის, ვაჟა ზურნაჩიანის განცხადებით, სკოლას რამდენიმე დღის წინ ინკლუზიური განათლების პროცესში ჩართვის მსურველი პირველკლასელი მოსწავლის მშობელმა მიმართა.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაბრუნებიდან დღემდე, საქართველოს ყველა სკოლაში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ინფიცირების მაჩვენებელმა კიდევ უფრო იკლო, – აცხადებენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
აშკალის საჯარო სკოლა წალკის რესურსცენტრის წარმომადგენლის მიერ დეტალურად შემოწმდა და ყველა ის პარამეტრი დააკმაყოფილა, რაც პანდემიის პირობებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდაციის სახით არის დაწესებული.
ჩივთქილისის საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გეგმიური ტესტირებისას 5 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, ვირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა რამდენიმე მოსწავლის ანალიზმაც და სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. აღნიშნულის შესახებ GUARDIAN.GE-ის წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, შაქრო ხაჩატურიანმა განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.