განათლება

ბათუმში, ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობით, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე დაესწრო.

სრულად...

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე თბილისის №103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გამოცდის მიმდინარეობას გაეცნენ.

სრულად...

2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა. ხელფასების ზრდა დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.

სრულად...

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შესაბამისი კომისიის წარდგინებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მინისტრმა ლადო აფხაზავას პირადად ამცნო, როდესაც გლობალური ჯილდოს ფინალისტს საკუთარ სოფელ ჩიბათში ესტუმრა.

სრულად...

2020 წლიდან ეროვნული გამოცდების წესში ცვლილებები შედის და აბიტურიენტებს ოთხი საგნის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ექნებათ გამოცდა ჩასაბარებელი. სიახლე ისაა, რომ სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება - უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

სრულად...

საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ 2020-2021 წლისთვის პედაგოგების საშუალო ხელფასი მინიმუმ 1500 ლარი იქნება და ხელფასების მატება არამხოლოდ სკოლის მასწავლებლებს, არამედ დირექტორებს, პროფსასწავლებლების პედაგოგებს და რესურსცენტრის თანამშრომლებსაც შეეხებათ.

სრულად...

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების 5-პუნქტიანი რეფორმა პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში წარადგინა.

სრულად...

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება ზოგადი განათლების მიმართულებაზე გაამახვილა და განმარტა, რომ ამ საკვანძო მნიშვნელობის რგოლის განვითარებას დიდი ყურადღება დაეთმობა, აქცენტი სხვა მიმართულებებთან ერთად, ტექნოლოგიების განვითარებაზე გაკეთდება.

სრულად...

25-26 მაისს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. აღნიშნული ფაკულტეტის  დაარსებიდან რიგით მე-3 კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის 100  წლის  იუბილეს  ეძღვნება. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი