მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 48-ე ადგილზე მყოფი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
ჩემი მოსაზრებაა, რომ დაზეპირებაზე ორიენტირებულიდან უნდა გადავიდეთ აზროვნებაზე ორიენტირებულზე, - აღნიშნული განცხადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, 2017 წელი ყველაზე მდიდარი იქნება განათლების მიმართულებით სიახლეებით და პროექტებით. ეს შეეხება განათლების სისტემის ყველა სეგმენტს.
საქართველოს მასშტაბით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დღეს დილის 09:00 საათიდან დაიწყო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, საქართველოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დიდკონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. შედეგად, 1 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებს, სადაც მათთვის ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.
„მინდა, დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ, თქვენი ჩართულობის გარეშე, განათლების, პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ მიულოცა პროფესიული დღესასწაული.
„მინდა მოვუწოდო ყველა ახალგაზრდას, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
გორის რაიონის სოფლების რამდენიმე დიდკონტიგენტიან საჯარო სკოლაში მანდატურები პირველად შევიდნენ.
„ჩვენ გამომცემლები რამდენიმე კომპანიას შევახვედრეთ, რომლებიც სხვა ქვეყნებში ელექტრონულ სახელმძღვანელოებს ავითარებენ. ვაპირებთ ვუთხრათ, მოდი, როგორც ალტერნატივა იქნებ შესთავაზოთ“,- განაცხადა ჯეჯელავამ.
„ყველა შინაარსობრივ მოთხოვნას, რომელმაც დღეს გაიჟღერა - მეტი დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს, უკეთესი სწავლის ხარისხი, ავტონომიის გაძლიერება, სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება, ყველაფერს ვიზიარებთ“,-განაცხადა ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.