თბილისის მერიამ 2019 - 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ ბადრი მაისურაძე დაინიშნა, – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
ბრიუსელში, ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალურ დირექტორატში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი, Euraxess-Georgia-ს კოორდინატორი ქეთევან გაბიტაშვილი შეხვდნენ ევროპული კომისიის აკადემიური კვლევების, ინოვაციებისა და კვლევითი ორგანიზაციების განყოფილების დირექტორ აპოსტოლია კარამალის და EURAXESS Services Network-ის პოლიტიკის ოფიცერს, მიჰაელა-ელენა კოსტაჩის.
მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით, ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრისას.
უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მაძიებლის პროფესიული ცოდნის განვითარებას, მასწავლებლის უნარ-ჩვევებით აღჭურვას და სასკოლო გარემოსთან ადაპტირების ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება დისტანციურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პარალელურად, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტების ორ ჯგუფს საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. შეხვედრა უნივერსიტეტის საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ერთი კვირის განმავლობაში საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების სწავლებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ, ეწვიონ სხვადასხვა საელჩოს და გაეცნონ მუშაობის სპეციფიკას.
საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ფულად ჯილდოზე განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 20 აგვისტოს სრულდება.
საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ ქ.მაინის ფრანკფურტში ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს საჩუქრად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა .
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.