საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, “EURAXESS“-ის წარმომადგენლობა - “EURAXESS Georgia“ ფუძნდება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში და ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორმა აზნივ ვოსკანიანმა საშუალო სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი სომხეთში დაამთავრა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა, გარკვეული წლები არ უმუშავია და ახლა უკვე მეოთხე წელია რაც კიზილქილისის სკოლას უდგას სათავეში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ოქტომბრის ბოლოსათვის სოფელ ფონიჭალაში ახალ საბავშვო ბაგა-ბაღს გახსნის. N81 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულებულია, ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობის სამუშაოები და ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი 2009 წლიდან, სომხური ენის მასწავლებელი, ლიანა პილტოიანი, რომელიც ამავე დროს 2010 წლიდან კაბურის საბაზო სკოლის ხელმძღვანელიცაა, მანამდე კი, 1986 წლიდან 2009 წლამდე ხაჩკოვის სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე იყო და ჯამში პედაგოგიური მოღვაწეობის 43-წლიანი სტაჟი აქვს, წალკის მუნიციპალიტეტის სომხურენოვანი სკოლების დირექტორებს შორის ერთადერთია, რომელიც ქართულ ენას ფლობს, თან მაღალ დონეზე და შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტადაც არის გახარებული იმ ტენდენციით, რომ ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტის სომხური სკოლებიდან აბიტურიენტების აბსოლუტური უმეტესობა არა სომხეთის, არამედ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ძირითადად თბილისში, აბარებს გამოცდებს და წარმატებით განაგრძობს სწავლას.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლი, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელი, ვართუი სარკსიანი, რომელიც თითქმის ხუთი ათეული წელია (49 წელი) რაც სკოლაში მოღვაწეობს პედაგოგად - აქედან 28 წელი დირექტორის თანამდებობაზე - აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საგანმანათლებლო სფეროში ბევრი რამ შეიცვალა დადებითი მიმართულებით, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში.
ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში ამ მიზნით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს.
„ჯერ კიდევ 11 წლის წინ, მე და ჩემმა ოჯახმა დავიწყეთ ფიქრი და ოცნება, საქართველოში შეგვექმნა თანამედროვე და მძლავრი ტექნოლოგიური საგანმანათლებლო კერა, რომელიც გარღვევას მოახდენდა ქართულ სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში. 2012 წელს, საჯაროდ დავპირდი ქართულ საზოგადოებას, რომ ქუთაისში ავაშენებდით უნივერსიტეტს და ამ ქალაქს საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას დავუბრუნებდით. დღეს ყველანი ვხედავთ, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ“, აცხადებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად ფუძნდება ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
18 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, ფონდი ,,ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ლევან ხარატიშვილი, მარნეულის 1-ლი საჯარო სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო. მინისტრის მოადგილემ მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალ სკოლაში სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. სკოლა სამინისტროს ფინანსური დახმარებით აშენდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 190 0000 ლარი გამოიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.