"ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი ერაყელი ლტოლვილი დააკავეს" - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
დაახლოებით 95 სახლი განადგურდა დასავლეთ ავსტრალიის ქალაქში, ტყეში გაჩენილი ცეცხლის შედეგად. ხანძრის სწრაფად გავრცელებას ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. ამ დროის მონაცემებით, სამი ადამიანის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, პერსის სამხრეთით მდებარე ისტორიული ქალაქის იარლუპის 1/3 კი მიწასთან არის გასწორებული.
სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა ლიბიის დასავლეთში მდებარე ქალაქ ზლიტენის პოლიციის ტრეინინგის ცენტრთან ბომბის აფეთქების შედეგად.
ბიზნესმენი ლევან ქიძინიძე მაჟორიტარული ოლქების გაერთიანების წინააღმდეგ გამოდის და თვლის, რომ მთიან რეგიონებში მაჟორიტარული ოლქების გაუქმება "საბედისწერო შეცდომაა" და ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს. ქიძინიძე სოციალურ ქსელ Facebook -ში წერს, რომ იგივე გზით დაირაზმება ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ, როგორც 2012 წელს მოძალადე სააკაშვილის წინააღმდეგ და თუ გაასწრო, სამუდამოდ მოუწევს საქართველოს დატოვება.
გაეროს უშიშროების საბჭომ, მას შემდეგ რაც ფხენიანმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, განაცხადა, რომ ის დაუყოვნებლივ დაიწყებს ჩრდილო კორეის წინააღმდეგ ახალი ზომების მიღებაზე მუშაობას.
მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდება. ზოგიერთ ტაძარში კი ღვთისმსახურება ხვალ დილას დაიწყება.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ადასტურებს, რომ ჯარისკაცებს დაზღვევა 1-ელ თებერვლამდე არ ექნებათ, თუმცა აზუსტებს, რომ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უწყება დაფარავს. ამ თემაზე კომენტარი ხიდაშელმა ჟურნალისტებთან ცოტა ხნის წინათ გააკეთა.
ჩრდილო კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ წარმატებით გამოსცადეს წყალბადის ბომბი იმ ადგილას, სადაც მთავარი ბირთვული შემოწმებები მიმდინარეობს.
ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინათ მოხდა.
"ნატო-ს გაფართოება რუსეთისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს" - განცხადება აღნიშნულის შესახებ ალიანსის პრეს-სპიკერმა, ოანა ლუნგესკუმ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას"ასოშიეტედ პრესი" ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.