მიუნხენის პოლიცია ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში განაგრძობს ქმედებებს და ჩვეულებრივზე უფრო აქტიურად ატარებს შემოწმებებს სადგურებში, რომლიც უკვე გახსნილია. აღნიშნულის შესახებ BBC წერს.
დიდუბეში საცხოვრებელი კორპუსების ახლომდებარედ მდგარ ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ფოირვერკის გაშვება გახდა. ხანძარი საფრთხეს უქმნიდა საცხოვრებელ დასახლებას. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ და ამ წუთებში ხანძარი ლოკალიზებულია.
თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ.
პოლიციამ მიუნხენში ორი მთავარი სარკინიგზო სადგურიდან მოქალაქეების ევაკუირება მოახდინა მას შემდეგ, რაც გერმანიის უსაფრთხოების სააგენტომ ქვეყანაში თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
2016 წლის იანვრიდან უკრაინაში რუსული პროდუქციის შეტანა აიკრძალება. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი 18 თვეს პატიმრობაში გაატარებს. ოლმერტს 2014 წელს სასამრთლომ 6 წლით პატიმრობა ქრთამის აღების ბრალდებით მიუსაჯა, მაგრამ აღნიშნული სასჯელი უზანაესმა სასამართლომ შეუმცირა.
"არ მჯერა, რომ ბათირაშვილი დააკავეს და არც ის მჯერა, რომ მკვდარია" - განცხადება ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკეთა.
ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სტივენ სპილბერგის ახალ ფილმში Bridge of Spies - (ჯაშუშების კავშირი) თამაშობს და საბჭოთა მთავარი გამომძიებლის როლს ასრულებს. დრამატულ თრილერში, რომლის შთაგონების წყარო ნამდვილი ამბებია, ნინიძე ჰოლივუდის დიდი მსახიობის ტომ ჰენკსის პარტნიორია.
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. დაკავებულთა შორის ერთი 9 წლის ბავშვია, რომელიც გალში მამასთან ბიძას გადაჰყავდა.
"2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი თითქმის სრულად ქართულ კვებაზე გადავა" - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ხიდაშელმა პარლამენტში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.