ავღანეთის სამხრეთ პროვინცია ჰელმანდის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი სანგინი შესაძლოა მალე თალიბანის სამხედრო დაჯგუფებების კონტროლს დაექვემდებაროს. BBC -ს ცნობით, თალიბი მებრძოლები ახლოს არიან ქალაქის მისადგომებთან.
ავღანეთში თავდასხმის შედეგად 6 უცხოელი ჯარისკაცი დაიღუპა და 3 დაშავდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ BBC ნატო-ზე დაყრდნობით იტყობინება.
სადაც არ უნდა გვიჭირდეს, ნებისმიერ დროს შეგვიძლია გვქონდეს გვარდიის იმედი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა.
ისრაელის ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა სილვან შალომმა თანამდებობა დატოვა. BBC-ის ცნობით, შალომის გადადგომის მიზეზი სექსუალური სკანდალი გახდა.
ასეულობით მაშველი ძებნის ოპერაციას ატარებს მას შემდეგ, რაც მეწყერმა ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ შენზენში 33 შენობას გადაურა. BBC -ს ცნობით, ამ დროისათვის 7 ადამიანია ამოყვანილი ქვა-ღორღიდან და მათ მხოლოდ მცირე დაზიანებები აღენიშნებათ, მაგრამ 91 ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულადაა მიჩნეული
"უნიანის" ცნობით, გუბერნატორი სახელმწიფო აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნისა და სააღსრულებლო დოკუმენტის იგნორირებისთვის დაჯარიმდა.
"ესოშიეითიედ პრესის" ინფორმაციით, ავიაკომპანია "Air France"-ის თვითმფრინავში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთთა მუშათა პარტიის განადგურების მნიშვნელობაზე, სტამბულში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
რუსეთი სირიაში საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებს - აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ის გზა, რომელზეც ჩვენ ახლა შევდექით, მნიშვნელოვანწილად ითხოვს თქვენს პოზიტიურ შეფასებას, რეკომენდაციას, - ასე მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.