ბრიუსელში კვლავ ანტიტერორისტული ოპერაციები მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი შემსრულებლის, თვითმკვლელი ტერორისტის ბილალ ჰადფის ერთ-ერთი თანამზრახველი დააკავეს.
Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ონიანი მის საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ლონდონის ცენტრალურ ნაწილშია გადაღებული და რომელზეც ჩანს თუ როგორ იწვის ავტომანქანა. ონიანი ამ ფაქტის მომსწრე მოქალაქეების სიმშვიდით არის გაკვირვებული და წერს, რომ საქართველოში ამგვარი ფაქტის გამო აურზაური ატყდებოდა.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გარდაცვლილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, I კლასის რიგით ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ში ღონისძიება გაიმართა.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ შესაძლოა ქვეყნა ტერორისტების მხრიდან ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით თავდასხმის ობიექტი გახდეს. ამის გამო, პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს პარიზის ტერაქტების შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გაგრძელების საჭიროებაზე წარუდგინა წინადადება.
საფრანგეთის პრემიერ მინისტრის, მანუელ ვალსის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს, არა მარტო საფრანგეთის ტერიტორიაზე, არამედ საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზეც. აღნიშნული განცხადება ვალსმა საფრანგეთის ნაციონალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გააკეთა.
ისლამურმა სახელმწიფომ ორი მძევლის სიკვდილის დასჯის შესახებ ინფორმაცია თავის პროპაგანდისტულ ჟურნალში გაავრცელა. მათი თქმით, 48 წლის ნორვეგიელი ოლე-იოჰან გრიმსგარდ-ოფსტადი და 50 წლის ჩინელი ფან ჯინჰუი სიკვდილით დაისაჯნენ მას შემდეგ რაც, „მათმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა მათზე უარი განაცხადეს“.
ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მამაკაცმა ორი სამხედრო მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
ბოროტმოქმედი სარაევოს გარეუბანში, ყაზარმებთან მდებარე ტოტალიზატორში შეიჭრა, სადაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. მიმალვის დროს მან ავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ერთი სამხედრო.
"ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, რუსეთთან კოორდინირებულად არ მოქმედებს, თუმცა, მომავალში ასეთ შესაძლებლობას არ გამორიცხავს" - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტალიის ხელისუფლებას ქვეყანაში მოსალოდნელი ტერქტების შესახებ აფრთხილებს.
ხუთშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ექსტრემისტების სამიზნე შესაძლოა იტალიის ღირსშესანიშნაობები და შესაბამისად, ხალხმრავალი ადგილები გახდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.