მალის დედაქალაქ ბამაკოში სპეცრაზმმა სასტუმრო "რედისონის" შტურმი დაიწყო. ამ დროსითვის 170 მძევლიდან 80-ის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი.
მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო "რედისონში" მძევლად აყვანილთა შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ბევრი თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
"არ ვიზიარებთ რუსეთის პოზიციას საქართველოში და უკრაინაში, მაგრამ გადავწყვიტეთ, სირიაში ბატონ პუტინთან ერთად გვემოქმედა" - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ბერნარდ კუშნერმა დღეს, გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, სენ დენის სპეცოპერაციისას სამი ტერორისტი დაიღუპა. მათი თქმით, ექსპერტიზის შედეგებმა დაადასტურა, რომ შტურმის დროს მომხდარი აფეთქების ადგილზე აღმოჩენილი იქნა არა 2, არამედ 3 ადამიანის სხეულის ფრაგმენტები.
მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო "რედისონში" შეიარაღებული პირების შეჭრის შემდეგ სულ მცირე 3 ადამიანის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. დაღუპულთა შორის 2 მალის მოქალაქეა, ერთ კი ფრანგი.
ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამი სკოლიდან ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი ანონიმური ზარები გახდა, რომელიც სკოლების შენობებში ბომბის არსებობის შესახებ იტყობინებოდა.
საფრანგეთი მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს , რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ჩაერთოს.
მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო Radisson Blu- ზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, სასტუმროს შენობიდან ავტომატური იარაღიდან სროლის ხმა ისმის. თავდამსხმელებს 170 ადამიანი ჰყავთ მძევლად აყვანილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური შსს-ს 2013-2015 წლების ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, 2013-2014 წლებში უწყების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში დახარჯულია 2 მილიონ ლარზე მეტი. ანგარიში უმეტესად ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს ეხება.
ქუვეითში დაკავებული ისლამისტური დაჯგუფება იარაღს უკრაინაში ყიდულობდა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, ამის შესახებ ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.