ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა "ნახევრად ომის მდგომარეობა" გამოაცხადა. მან ქვეყნის არმიას ომისთვის მზადყოფნის ბრძანება მისცა. ამის შესახებ BBC ჩრდ. კორეის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიმ ჩენ ინმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამხრეთ კორეის საზღვართან გუშინ ორმხრივი სროლა მოხდა.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის 2015 წელს დამატებით 20 მილიონი დოლარის ოდენობის დამხარების გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. თანხა საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარების მიზნით გამოიყოფა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პენტაგონში აშშ-ს თავდაცვის მდივან ეშტონ კარტერს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეშტონ კარტერთან საუბარი დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობებზე გაამახვილეს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერიცვალებას აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, 10:00 საათზე, სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში აღავლენს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციის საკითხებში, ჯეიმს როდრიგესსა და ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური შტაბის მთავარ სერჟანტს, ბრაიან ბატალიას შეხვდნენ.
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში აფეთქება მოხდა. BBC-ის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის ცენტრში მდებარე ტაძართან გააქტიურდა. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით აღნიშნული ინფორმაცია ჩრდილს აყენებს როგორც სამინისტროს მიერ განხორციელებულ „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“, და ასევე შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯიმი კარტერს სიმსივნე აქვს. ამერიკული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავად კარტერმა დაადასტურა. მისი თქმით, ღვიძლის ოპერაციის დროს ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას სიმსივნე აქვს და მეტასტაზები სხვა ორგანოებზეც ვრცელდება.
ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 44 ადამიანი შეეწირა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.