საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) გარემოსდაცვითი ასამბლეის(UNEA) ბიურში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ჯგუფის წარმომადგენლად, ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემასა და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე პრეზენტაციას ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორები, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორები გაეცნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ იორდანიის სამეფოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია, ბრიგადის გენერალ ემად ადაილეჰის ხელმძღვანელობით მიიღო.
არგენტინაში ჩამოვარდნილ ვერტმფრენში მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის სპორტის სამი ფრანგი ვარსკვლავი ადგილზევე გარდაიცვალა, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დაიღუპა. აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის ინფორმაციით, ორი ქართველი სამხედრო კურსანტი დღეს, ნიუ-ჯერსში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი კავკასიური წარმოშობისაა. ამის შესახებ ფსბ-ს წარმომადგენელმა ალექსანდე ბორტნიკოვმა განაცხადა.
კინოვარსკვლავმა ჰარისონ ფორდმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, როცა პატარა თვითმფრინავი, რომელსაც თავად მართავდა, ლოს ანჯელესის აეროპორტიდან აფრენიდან მოკლე პერიოდში გოლფის მოედანს დაენარცხა, იუწყება "როიტერსი".
ნიუ იორკის ლა გვარდიას აეროპორტში დელტას თვითმფრინავი ძლიერი ქარბუქისას მოცურდა. თვითმფრინავის ბორტზე 125 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა, თუმცა მათი სერიოზული დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, იუწყება სააგენტო "როიტერსი".
საქართველომ მსოფლიოს ლიდერ კომპანიასთან – Microsoft-თან დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხმებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
აშშ-ს ელჩს სამხრეთ კორეაში, მარკ ლიპერტს სეულში თავს ერთი პირი დაესხა. BBC -ს ცნობით, ამერიკელ დიპლომატს თავდამსხმელმა ცივი იარაღით მაშინ მიაყენა ჭრილობები, როდესაც იგი ხელოვნების ცენტრში საუზმობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.